კრემლი: რუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვს მეზობელი ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.
ამის შესახებ პესკოვმა პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს “როსია1”-ის ეთერში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს მისი შემადგენლობიდან რესპუბლიკების გასვლის პროცედურა გაწერილი არ იყო. პუტინის თქმით, ამას თეორიულად შეეძლო, მოჰყოლოდა ის, რომ რესპუბლიკა “რუსეთის მიწების დიდ რაოდენობას მიიღებდა”, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გავიდოდა და “რუსი ხალხის საჩუქრებს” გაიყოლებდა.
“არ აქვს რუსეთს მეზობლების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები”, – თქვა პესკოვმა პუტინის სიტყვების კომენტირებისას.