მედია: იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ხანძარი მოხდა

იაპონიაში, კადენში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ხანძარი მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო კიოდო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე ერთერთ ნაგებობას მოეკიდა ცეცხლი, მომხდარის მიზეზი უცნობია. ასევე, ჯერჯერობით, არც მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

გაზეთ “ასახის” ინფორმაციით, ცეცხლი საშიში მასალების გადამუშავების ცენტრს გაუჩნდა.

კადენა ოკინავაზე უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ბაზააა, რომლის ფართობი 2 ჰექტარია და ის ფლობს ორ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს.

ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ობიექტების 74%-ია განლაგებული. პრეფექტურის ადმინისტრაციის მონაცემით, ოკინავაზე 25,8 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახების 19 ათასი წევრი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები