გიორგი კახიანი: ჩვენ შეთანხმების ერთგული ვართ და „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება

“ჩვენი გუნდი შეთანხმების ერთგულია, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

„რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებს, მათ ინტერესებში არ არის არჩევნების ჩატარება, სულ სხვა მიზნები აქვთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში მისასალმებელია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობისა. თუმცა, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ეს გაეკეთებინათ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორების განცხადების შემდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ კენჭისყრაში არმონაწილეობა. ქვეყნის შიგნით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საერთაშირისო არენაზეც ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, კითხვები გუნდის შიგნით არც გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ინიციატივას არ ჰქონდეს სრული მხარდაჭერა. გარდა ამისა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის სხდომაზე. ასე რომ, ჩვენი ვართ შეთანხმების ერთგული და „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებლად იქნება სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები