მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ

“ქართული „ნოუ ჰაუა”, როდესაც გამოძიების დეტალებზე პოლიტიკოსები საუბრობენ ვერსიების დონეზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ.

“ქართული „ნოუ ჰაუა”, როდესაც გამოძიების დეტალებზე პოლიტიკოსები საუბრობენ ვერსიების დონეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღემდე არ უთქვამს ეს ეხებოდა თუ არა გაბუნიას. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, პირველ რიგში ვის დაადებდნენ ხელს? პირველ რიგში ვინ გამოვარდებოდა ქუჩაში, პირველ რიგში ვინ მოიცლიდა დესტაბილიზაციისთვის და რა მოწოდებები იქნებოდა მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ამ კითხვებს პასუხი მოსახლეობამ გასცეს და აქედან გამომდინარე რა შედეგი დადგებოდა საზოგადოებამ განსაჯოს. ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს ორ ვიღაცას. ერთი ოკუპანტ რუსეთს და მეორე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც აქვთ დაბალი პოლიტიკური რეიტინგი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ. ვინ არის ასეთი პოლიტიკური ძალა ამაზე არ ვისაუბრებ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები