“იმედინიუსი” განცხადებას ავრცელებს

გუშინ, „იმედინიუსმა“ სხვა ქართული და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების კვალდაკვალ (რადიო “თავისუფლება“, “ინტერპრესნიუსი”, „პრაიმ-ტაიმი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა”, „კვირა“ და სხვ.), გაავრცელა ინფორმაცია, ოკუპირებული ცხინვალისათვის, რამზან კადიროვის მიერ, 100 ტონა ფქვილის გაგზავნის შესახებ, რასაც „ფეისბუქში“ მოჰყვა „იმედინიუსზე“ ორგანიზებული თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის და მასთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან.

იმედინიუსამდე“ რამდენიმე საათით ადრე, თითქმის იდენტური ტექსტით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა სხვადასხვა ავტორიტეტულმა სააგენტომ. ამ ნიუსის ინტერნეტში გამოქვეყნების ქრონოლოგია და ავტორები მარტივად იძებნება ყველა შესაბამის ღია რესურსზე.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლდათ მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაცია (ყოველგვარი ანალიტიკისა თუ ინტერპრეტაციის გარეშე), „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ტექსტში, რამდენიმე სხვა სააგენტოსგან განსხვავებით, მაინც ადვილად იკითხება მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება (მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული). მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი.

ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად – ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფუნქციის განხორციელების ხელის შეშლა კი გახლავთ საბჭოთა ცენზურის რეციდივი, რასაც ასე ფართოდ იყენებენ „მედასავლეთეობას“ ამოფარებული ტოტალიტარული აზროვნების ნეობოლშევიკები, რომელთა აქტივშიც ქართული მედიის მიტაცება, მათ შორის – ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივი ექსპროპრიაცია, ცენზურა და ოპონენტების დევნაა.

იმედინიუსი” ცენზურას არ ექვემდებარება და კვლავაც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას სანდო, ობიექტური და მრავალგზის გადამოწმებული ახალი ამბებით.

იხ. თანდართული ფოტომასალა

​წყაროhttps://imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები