„ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ევროპული საქართველო უარს აცხადებდა საკონტიტიციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, კერძოდ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ, 21 ივნისს არის ჩანიშნული.