სურსათის ეროვნული სააგენტო ახლადშემოსულ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.
​სეს-ის ინფორმაციით, დღეისათვის ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუშია შემოწმებული. მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და  რეალიზაციის აკრძალვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები