დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს.

“კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები