მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, 8 მარტს აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ამის ვალდებულება ყველა მხარეს აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომელი პირობაც რეალურად არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი, ჩვენ შეგვიძლია, წავიკითხოთ ეს ყველაფერი და არა – რაღაცები მოვიგონოთ მათსავით. იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება  არის ამ შეთანხმების დასტური და შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოოდ, ვფიქრობ, თუ მოვუწოდებთ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას საბოლოოდ და მის აღსრულებაშიც მიიღონ მონაწილეობა, ეს ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში 21 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები