გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს: ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ
“ძალიან თუ გააგრძელებს, სხვანაირ პასუხს გავცემ”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ალეკო ელისაშვილის განცხადებას ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
„ახლა ამომრჩეველი წყვეტს, ვინ სად იქნება. ამიტომ მთელი ეს ლაპარაკი, რაღაც თეთრი ხელთათმანებით ახლა, ესენი ადგილებს ინაწილებენ და მე ამაზე მაღლა ვდგავარ, არ არის კორექტული, მაგრამ ეს მისი უფლებაა. მისი უფლებაა, მაგრამ ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ. მეც ინტერესით დაველოდები, რას იტყვის დღეს. ეს ნახევრად ხუმრობით. ახლა სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ანუ კიდევ ერთხელ სრული პატივისცემით ყველა ძალის მიმართ ყველას გვესმის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.