სოფელ ზოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ზოდში ბარათაშვილები-სამხარაძეების უბანში შიდა საუბნო გზის 850 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება მიმდინარეობს. ამავდროულად, ზოდი-წირქვალის დამაკავშირებელ გზაზე 320 მეტრიანი მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერი კონტრაქტორებს შეხვდა და სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
სოფელ ზოდში ბარათაშვილები-სამხარაძეების უბანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით 150 000 ლარია იხარჯება. გზის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე მურმან ტოგონიძე ასრულებს. სამუშაოების დიდი ნაწილი აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე შესრულებულია.
ზოდი-წირქვალის დამაკავშირებელ გზაზე 320 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 49 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ნიუ ბილდინგი“ ასრულებს. ადგილზე ამ ეტაპზე პირველადი, მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.