მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, ოპოზიციას ილუზიაც კი არ აქვს, რომ არჩევნებზე შეიძლება, რაიმე წარმატებას მიაღწიონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციას არც ცალკე და არც ერთად საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს.

„ისინი უნდა მოემზადონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ჩვენ ყველა ვარიანტში დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით არჩევნების საკითხს. თუ მათ ეყოლებათ საერთო მაჟორიტარები, შეგვიძლია, ვარაუდი გამოვთქვათ, რომ პირველ ტურში ყველაფერი დასრულდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ხოლო თუ საერთო კანდიდატებზე ვერ შეჯერდებიან, შესაძლებელია, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც კი გახდეს საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ოპოზიციის წარმომადგენელი დაამარცხოს.
მათ თავიანთი დღის წესრიგი და გარკვეული უთანხმოება აქვთ ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში, ვინ იქნება წარმომადგენელი და როგორ გაინაწილებენ ადგილებს. ჩემი აზრით, მათ რეალურად ილუზიაც კი არ აქვთ, რომ შეიძლება, რაიმე ისეთ წარმატებას მიაღწიონ, რათა საუბარი იყოს მთავრობის დაკომპლექტებაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები