გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“პროექტის ფარგლებში, გზის 1400-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და საყრდენი კედელი ეწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის: გიორგიწმინდის, ფერსისა და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.