საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყოველწლიური კვლევის შედეგად, საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში პირველ ადგილს იკავებს 100%-იანი მაჩვენებლით.

IDFI-ის მიერ მონიტორინგის ობიექტი 121 საჯარო დაწესებულების ვებგვერდი გახდა.
გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2020 წლის მაისის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით.

შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პროქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას და აფასებს, თუ რამდენად სრულყოფილად პასუხობს საჯარო დაწესებულებათა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დადგენილებით გაწერილ ვალდებულებებს როგორც შინაარსობრივი, ისე, პერიოდულობის თვალსაზრისით.
საქართველოს პარლამენტის 100%-იანი შედეგი მიღებულია საქართველოს პარლამენტისათვის დამტკიცებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის მიხედვით, სადაც სავალდებულო გამოსაქვეყნებლად განსაზღვრულია პარლამენტის ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს პარლამენტმა შედეგები 9%-ით გააუმჯობესა და მესამე ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში: https://idfi.ge/public/upload/Sida/07353294.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები