ყვარელში ილიას ტბის წყლით შესავსებად 800 მეტრამდე სიგრძის მკვებავი არხი მოეწყო

ყვარელში ილიას ტბის წყლით შესავსებად 800 მეტრამდე სიგრძის მკვებავი არხი მოეწყო. ასევე, მდინარის კალაპოტში ე.წ დამბა გაკეთდა, რომელიც ტბაში მდინარის წყლის სრულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაიყო და 3-4 დღეა, ილიას ტბას წყალი მიეწოდება.

“ილიას ტბას მოსახლეობა, გარდა სარეკრეაციო და დასასვენებლი ზონისა, სამელიორაციო მიზნებისთვისაც იყენებს. ტბის წყლით შევსება ხდება მდ. დურუჯის წყლით; სწორედ ამ მიზნით არსებობდა მკვებავი არხი, რომელსაც ჰქონდა ჩამკეტ-გამშვები ფარი წყლის ნაკადის დასარეგულირებლად.

გამომდინარე იქედან, რომ მდინარე დურუჯი სეზონური წყალმოვარდნების დროს კალაპოტს ავსებს ნატანით, პერიოდულად, საჭიროა კალაპოტის გაწმენდითი სამუშოები. სწორედ ამის შედეგად, დურუჯის კალაპოტი დაღრმავდა 2,5-3 მეტრით და ილიას ტბის მკვებავი არხის სათავე კალაპოტს მაღლა დარჩა. შესაბამისად, ვეღარ შეივსო ტბა მდინარის წყლით. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ილიას ტბის წყლით შესავსებად მოეწყო 800 მეტრამდე სიგრძის მკვებავი არხი. ასევე, მდინარის კალაპოტში ე.წ დამბა გაკეთდა, რომელიც ტბაში მდინარის წყლის სრულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაიყო და 3-4 დღეა  ილიას ტბას წყალი მიეწოდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები