სოფელ კრიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი დონაძემ სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას’ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, გზის დამცავი ბარიერი და კედელი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.