გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება, ღობეებსა და ჭიშკრებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მოქალაქეებმა დეპუტატსა და მერს მერაბ კოსტავას მიმდებარე ქუჩებზე გზების მოწესრიგებაც სთხოვეს. გოგი მეშველიანისა და დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წელსვე მოეწყობა.
დეპუტატამა და მერმა ქალაქ ბოლნისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, ეზოში ავტოფარეხისა და შემნახველი სათავსოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს.