ვარკეთილში ტექნიკის მაღაზიის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების  5-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 ივნისს ვარკეთილში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები