“ერთკაციანი პარტიები და “ნაცები” ერთად სხედან და ამით ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად ისარგებლოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობაა“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური ინტერესებისთვის დესტაბილიზაცია აწყობს. როგორც მან აღნიშნა, ისინი ყოველი არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობენ.

„ხელისუფლების სწორი და ზუსტი ქმედებების შედეგად აღიკვეთა სავარაუდოდ ძალიან მძიმე დანაშაული. ეს პირველი ფაქტია, მეორე ფაქტია ის, რომ ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობდა, აემღვრია წყალი საქართველოში, პოლიტიკურ ვითარებაში, შეექმნა დესტაბილიზაციის განწყობა და ამით ესარგებლა.
გაგახსენებთ არაერთ შემთხვევას, როცა საუბარი იყო ქვეყნის შუაზე გაყოფაზე, ტემპერატურის ადუღებაზე და ა.შ. თუ რომელიმე ძალას საქართველოში აწყობს დესტაბილიზაცია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ღიმილისმომგვრელია არსებული მოცემულობა, რადგან გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტულ პარტიას“, გუბაზ სანიკიძეს, ნინო ბურჯანაძეს “რუსულ ძალასა” და “რუსულ ნარატივს” უწოდებდა.

დღეს კი ერთკაციანი პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად სხედან მაგიდასთან და არ არის გამორიცხული, რომ ერთიანობაში წარმოადგენენ იმ დასაყრდენს, რითაც შესაძლოა, ისარგებლოს ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები