სოფელ აფნისსა და ჩიტიხევში გზის რეაბილიტაციის სამუშოები ქარელის მერმა დაათვალიერა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მერიიდან აცნობეს.
სოფელ აფნისში საავტომობილო გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით და საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღით 0-40მმ, აგრეთვე, ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში, ჯამურად, 1,450 კმ გზის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს ,,ერ ტე დე“ ასრულებს.
ასევე, აქტიურ ფაზაშია ჩიტიხევის გზის რებილიტაცია. მოწყობილია საფარის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით და ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ღია ღარი ეწყობა.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სულ დაიგება 1,156 კმ გზის საფარი. სამუშაოებს შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო.