მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს.

“5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და ახლა არის 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს.

5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევაა. 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში გუშინ 28 პაციენტი გვყავდა. გამოჯანმრთელებულებიდან 7 პაციენტი ჩვენი ცენტრისაა. შვიდივემ დატოვა კლინიკა. გუშინ, მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა, სატვირთო მანქანის მძღოლია. ამ ეტაპზე 20 პაციენტი მკურნალობს. აქედან მხოლოდ ერთი პაციენტია საშუალოზე მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები