თერჯოლაში ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამუშაოებს შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მიზნით სისტემატურ მონიტორინგს უწევენ.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ოთხივე ლოკაციაზე ​: მერიის, დავით კლდიაშვილის ძეგლის, 9 აპრილის მემორიალისა და რუსთაველის ქ №114-თან არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სამუშაოებს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 848 800 ლარით ფინანსდება, შპს “ჯორჯიან სტოუნი” ასრულებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები