ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში ქუთაისში “კოვიდ-19”-ის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
“ახალი შემთხვევები 24 საათის მონაცემებით არ გვაქვს. გვყავს ორი საეჭვო პაციენტი, რომელსაც დღის განმავლობაში ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება “, – განაცხადა ნადირაძემ.
ამ დროისთვის, კლინიკაში 6 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.