სოფელ მთისძირში ბეტონის საფარი იგება
გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მთისძირში ბეტონის საფარი იგება.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,არქეოპოლისი” ასრულებს.
მათივე ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.