ზუგდიდში გამოკვლეული 104 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 16 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსზე – 104 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროისთვის, 35 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 20 პირი იმყოფება. სულ ეპიდზედამხედველობა 1868 პირზე დამყარდა.
რაც შეეხება რეგიონში კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ზოლზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 4 კოვიდინფიცირებულია, ხოლო 5 მათგანი მწვავე რესპირატორული სიმპტომითა მოთავსებული. საავადმყოფოს დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.