სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობა ადგილზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხრეშოვანი გრუნტის მოწყობისა და ბალასტის დატკეპნის სამუშაოები. სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 905 847 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 400-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები