ლანჩხუთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდლებისათვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ა(ა) იპ „ლანჩხუთის სააღმზრდელო- საგანმანათლებლო ცენტრის” მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
სურსათი, ჯამურად, 1 145 აღსაზრდელმა მიიღო. მათთვის საკვები პროდუქტების დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.
საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.