წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.
ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვე ნაწილით დაიწყო.