ლაშა ნაცვლიშვილი: ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებს აზიანებდა

“ჩატარებული ოპერაციის შესახებ სუს-ის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რა საკვირველია, აზიანებდა გამოძიების ინტერესებს და, ჩემი აზრით, ამით იხელმძღვანელა სუს-მა, როდესაც ეს ინფორმაცია, ეს წარმატება დაუმალა ქართულ საზოგადოებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

“მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამჟღავნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის, თუ სპეციალურად არ თქვეს, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის და ორგანიზატორებმა კვალი წაშალონ“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები