ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოვხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბარცხანის დასახლებასთან, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც თვითმხილველმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ბებიასთან ერთად ავტობუსის გაჩერების მიმდებარედ იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
7 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ამჟამად მოზარდი ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.