ქუთაისში 65 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 65 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში მოქალაქეებმა ნახეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია რუხაძემ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, სასწრაფოს ექიმებს მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“ჩვენი ბრიგადა დაუყონებლივ მივიდა დანიშნულების ადგილზე, თუმცა მამაკაცი, სამწუხაროდ, დაღუპული დაგხვდა“, – განაცხადა რუხაძემ.

“რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები