დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უმეტესად, კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

“ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთერთი რისკჯგუფია COVID-19 ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ინფექციის გადაცემის ჯაჭვში სამედიცინო პერსონალს ხშირ შემთხვევაში წამყვანი როლი მიუძღვის. მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების წყარო არის არა მხოლოდ პაციენტი, როცა ინფიცირების გზაზე პერსონალური თავდაცვის საშუალებების დეფიციტი ერთერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ასევე – ოჯახური და სოციალური კონტაქტები. სხვადასხვა წყაროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 11 მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5%-დან 20%-მდე მერყეობს 7,8.

საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის, 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი.

დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა. შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით:  ექთანი – 58% (58 შემთხვევა)  ექიმი – 31% (31 შემთხვევა)  უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა)  ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა) ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.

დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი – 19 – 72 წელი. ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეში დაფიქსირდა. უმეტესად ინფიცირებულია კოვიდ კლინიკების სამედიცინო პერსონალი.

ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ხდება საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გახდა შემდგომი 27 შემთხვევის ინფიცირების პირველადი წყარო (ინდექს შემთხვევა). კლასტერის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 27 მაისს, PCR კვლევის შედეგად. სეროლოგიური კვლევით (ELISA-მეთოდი) ინდექს შემთხვევად იდენტიფიცირებულ იქნა მედიცინის მუშაკი. ეპიდკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ახლო კონტაქტი, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი. კონტაქტების მიდევნებისას 28-30 მაისს იდენტიფიცირებულ იქნა დამატებით 13 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 14 და 8 შემთხვევა, შესაბამისად, მეორეული შემთხვევების ეპიდკვლევითა და მიდევნებით დამატებით გამოვლინდა კიდევ 5 შემთხვევა, რომლებიც კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ საკარანტინე სივრცეში. დადასტურებული 28 შემთხვევიდან 4 არის 16 (18) წლამდე და 1 – 80 წელზე უფროსი ასაკის. სულ, 11 ივნისისთვის, „საბურთალოს კლასტერი“ მოიცავს 28 დადასტურებულ შემთხვევას. კონტროლის ღონისძიების ფარგლებში მოძიებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 211 კონტაქტი. კარანტინში გადაყვანილი იქნა 106 პირი. თვითიზოლაციაში მყოფი 92 პირის მონიტორინგი განხორციელდა შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ. აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% (23/28) ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში (3,6% – 1/28) აღინიშნა კრიტიკულად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა (პაციენტი მამაკაცი, 48 წლის, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე)”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები