სოფელ კარტიკამში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბავრა-კარტიკამი-აბულის 535 მ სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გზის ძირითად ნაწილს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.

“წელს ბავრა-კარტიკამი-აბული გზის დარჩენილი ნაწილის ასფალტირებაზე მუნიციპალიტეტმა 434 630 ლარი გამოყო. გზა ამჟამად გრეიდერით სწორდება და წყალსადენი არხები შენდება. სამუშაოებს შპს “არალი” ანხორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2500 მეტრი გზის ასფალტირებას ითვალისწინებდა, თუმცა ასფალტირება 2000 მერტს გაუკეთდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2000მ გზის ასფალტირებისათვის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს 1 048 150 ლარი გამოყო, თუმცა კომპანიამ 1 006 224 ლარის სამუშაოები შეასრულა. კომპანიის თანამშრომლების თქმით, ამჟამად წყალსადენი არხების მშენებლობა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში კი ასფალტირების სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები