კახა სამხარაძე: ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია, რაც შეეხება დაზარალებულებს, ყველა შემთხვევა ინდივიდურად იქნება განხილული
„ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, მათ დასკვნას დაველოდებით”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დაზარალებულის შემთხვევა ინდივიდურად იქნება განხილული.
„არსებული ტერიტორია, ბაზრობა დაზღვეულია კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, დაველოდებით მათ დასკვნას და გვეცოდინება, რა ანაზღაურება მოხდება. დაზღვეულია შენობა რაც შეეხება დაზარალებულებს – ყველა ინდივიდურად იქნება განხილული. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ რიგრიგობით შევუშვებთ ადამიანებს და შეეძლებათ, დაითვალონ თავიანთი ზარალი. ერთი ნაკადი უკვე შევუშვით და მათ გადარჩენილი პროდუქცია გამოიტანეს”, – განაცხადა კახა სამხარაძემ.