ტყიბულში მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები შედგა. დასაქმებულები ხვალიდან სამუშაო პროცესს აღადგენენ.
მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანლებმა პირობა დადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდება, ხელფასების გადახედვა კი 27 აგვისტოდან დაიწყება. ასევე, აუნაზღაურდებათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები. გარდა ამისა, დაიწყება ტექნიკური გადაიარაღება და მეშახტეების გადამზადება.
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გრძელდებოდა.