დღეიდან იმერეთის კიდევ 2 პოლიკლინიკაში კორონავირუსზე კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი
კორონავირუსის ტესტირების პროცესში იმერეთიდან კიდევ ორი პოლიკლინიკა ჩაერთო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანლის, გოჩა გიორგაძის განმარტებით, დღეიდან უკვე შესაძლებელია ნაზარიშვილისა და მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში PSR ტესტების კვლევა.
“პატიენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთვის გაძნელება და ასე შემდეგ, შეუძლიათ, მიმართონ ამ პოლიკლინიკებს. ჩვენთან მოხდება ანალიზის აღება და შემდეგ ეს გადაეგზავნება ქუთაისის შესაბამის ლაბორატორიას”, – განაცხადეს ნაზარიშვილის სახელობის პოლიკლინიკაში.
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფართოვდება და მისი გაკეთება ქვეყნის მასშტაბით უკვე 25 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.