მარინა ეზუგბაია: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ჩვენს ცენტრში გუშინ ახალი პაციენტი არ შემოსულა, რადგან ქვეყანაში არ იყო ახალი შემთხვევა. 20 გამოჯანმრთელებულიდან 10 ჩვენი ცენტრისაა. ათივემ დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე, 31 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, რომლის დინამიკა დადებითია. იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან ეს პაციენტიც ამოღებული იქნება მძიმე პაციენტთა სიიდან და, ჯერჯერობით, გვეყოლება საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები