ბოლნისში გასული 48 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 10 პირის საკვლევი მასალიდან კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რიცხვი 190-მდეა. მათგან 117 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 – გარდაიცვალა.