შიდა ქართლიდან ლუგარში გაგზავნილი 67 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორაშიო გაგზავნილი 67 პირის სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის შესახებ ”რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

„გაგზავნილი 67 ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნული სატესტო ნიმუშებიდან 32 ნიმუში უკავშირდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ დაინფიცირებული ქალბატონის კონტაქტებს, 2 ნიმუში კი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო გაგზავნილი”, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 7 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები