გაჩიანი-თბილისის გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა.

სატვირთოს მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები