პატარძეულში მეორე მსოფლიო ომის გმირის, გიორგი ბილანიშვილის ბიუსტი გაიხსნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გმირთა სავანის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის გმირის-გიორგი ბილანიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს, ინიციატივით სოფელ პატარძეულის მოსახლეობამ მიმართა, რის შემდეგაც, ბ-ნი გიორგის დავალებით, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამიერიდან, გმირთა სავანის მებრძოლთა მემორიალს გიორგი ბილანიშვილის ბიუსტიც დაამშვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები