მიმდინარე წელს თერჯოლაში 9 მსხვილმასტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
თერჯოლაში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, გზების მოწყობას ითვალისწინებს.
თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად თუზში მიმდინარე საგზაო სამუშოები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე საერთო ჯამში არმირებული ბეტონის საფარი 3,5 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან 2011” ასრულებს.