ახმეტის ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ახმეტაში, სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა და მას ავტომობილი გზაზე გადარბენისას დაეჯახა
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 276 – ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.