თელავში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
თელავში, 26 მაისის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.