მოლდოვის პრემიერი: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა
მოლდოვაში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება, – განაცხადა ქვეყნის პრემიერნინისტრმა, იონ კიკუმ ბრიფინგზე პრეზიდენტთან ყოველკვირეული თათბირის შემდეგ.
“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, ვითარებას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვხედავთ, რომ ის დგება ჩვენთანაც, ევროპულ ქვეყნებშიც, რეგიონებში, მეზობელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების ზრდა შეინიშნება”, – თქვა კიკუმ.
მისი თქმით, გასულ კვირას მოლდოვაში დაავადების მატება დაფიქსირდა.
“სამწუხაროდ, ანტირეკორდებიც მყარდება. ეპიდემიოლოგებთან შესაძლო ევოლუცია განვიხილეთ. მაღალი ალბათობით, მიმდინარე კვირაშიც გვექნება ბევრი შემთხვევა, 500-600 ინფიცირებული დღეში”, – თქვა მოლდოვის პრემიერმა.
მისი თქმით, საავადმყოფოებში ადგილები სულ უფრო მცირდება, უახლოეს დროში კი დამატებით 2 ათასი საწოლის მოწყობა მოხდება.
15 ივნისის მდგომარეობით, მოლდოვაში 11 740 ინფიცირებულია, 406 გარდაცვლილი და 6 623 განკურნებული.