შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტურისტული ობიექტები მოინახულა

შიდა ტურიზმის გახსნა კახეთში გურჯაანის მუნციპალიტეტით დაიწყო. კამპანიის “იმოგზაურე შენს ქვეყანაში” ფარგლებში, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტის წევრ ნინო წილოსანთან ერთად ტურისტული ობიექტები მოინახულა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, კახეთში ყველა ტურისტული ობიექტი მზადაა, რომ, დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებს უმასპინძლოს. დეპუტატის თქმით, კახეთს, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, პოტენციალი აქვს, სტუმრები მეღვინეობისა და აგროტურიზმის მიმართულებით მიიღოს.

„გამოვარჩევდი მეღვინეობისა და აგროტურიზმის მიმართულებას ჩვენთან, კახეთში და დღეს ეს მიმართულებები მზადაა, რომ უმასპინძლოს სტუმრებს. თავისთავად ცხადია, ეს ვერ ჩაანაცვლებს იმ ძალიან დიდ მოთხოვნას, რომელიც არის ამ მიმართულებით. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა,  კიდევ მეტად განვითარდეს ეს ობიექტები და შეძლოს, დღეს არსებულ მდგომარეობაში იცოცხლოს და სამომავლოდ მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენ ძალიან ექსპრომტად დავგეგმეთ გიდებსა და ტურიზმის წარმომადგენლებთან ერთად ტური კახეთში. გურჯაანში ვნახეთ, რა ბარიერებსქ და რეგულაციებს აწყდებიან ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანები. მათგან უშუალოდ გავიგეთ მოსაზრებები და, ფაქტობრივად, პირველივე დღეს გავესაუბრეთ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ სფეროში”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დეპუტატებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გურჯაანში სასტუმრო Villa Art Kotekhi-ის გახსნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები