ჩხოროწყუში მოსახლეობისთვის სასურსათე პროდუქტის გადაცემა გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერმა – დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სასურსათე კალათა მიუტანა.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2500 -ზე მეტ მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები