კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 84 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 84 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ასევე, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 4 საკარანტინე ლოკაციაზე კი 129 მოქალაქე რჩება.

” ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე, კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალი, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლების. 13 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 84 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციის რეჟიმში არც ერთი მოქალაქე არ ფიქსირდება.

კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში დღემდე 4951 ნიმუშია გაგზავნილი. აქედან 1577 – მედპერსონალის, 1845 – საკარანტინე სივრცეებიდან, 223 – შშმ პირისა და 33 ტრაილერის მძღოლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები