თელავში “ნადიკვრის” პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
თელავში, პარკ ,,ნადიკვარზე,, ფანჩატურებისა და ტერასების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია 2020 წლის ბოლომდე ნადიკვრის პარკში ახალ ფანჩატურებსა და ტერასებს მოაწყობს.
სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 410 ლარია გამოყოფილი.