საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:47 საათზე მიწისძვრა კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.